შანსი უდიდესია - როგორია საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივა?
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა. ორი ტურით ადრე გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველომ პორტუგალიას 92:78, ესპანეთმა საბერძნეთს 83:74, მონტენეგრომ კი უკრაინას 77:71 მოუგო. პირველ ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.
1. ესპანეთი 7 (+131)
2. საქართველო 7 (+41)
3. უკრაინა 6 (+49)
4. პორტუგალია 5 (+25)
5. მონტენეგრო 5 (- 84)
6. საბერძნეთი 4 (+8)
ორი ტურით ადრე საქართველოს ნაკრები სამეულს მიღმა მყოფ ნაკრებებს 2-2 მოგებით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვოს.
ჩვენი გუნდი 26 თებერვალს მონტენეგროს ესტუმრება, ხოლო 1-ელ მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს, რომელიც უკვე ჩარჩა ჯგუფში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…