ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის შეხვედრა მიმდინარეობს
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიას ეთამაშება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც მეტოქეს ორი მოგებით გაუსწრებს.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში პორტუგალიას მასპინძლობს.
თამაში თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზეა. დღეს „ჯვაროსნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრებენ. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…