კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს🏀
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს. თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს.
თამაში 19:15 საათზე, თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზეა. დღეს „ჯვაროსნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრებენ. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…