პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სევილიას" გამარჯვება სან-სებასტიანში

გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ შემადგენლობაში „სოსიედადთან“ მატჩის 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და გუნდის მესამე გოლის კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. „სევილიამ“ გასვლაზე მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სევილიას" გამარჯვება სან-სებასტიანში
სპორტალი

ლა ლიგის მე-14 ტურში „სევილიამ“ გასვლაზე „სოსიედადს“ 4:2 სძლია.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, ამჯერად 61-ე წუთზე და მესამე გოლის კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.6, Sofascore 6.4, Whoscored 6.0.

„სევილიამ“ ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული ორი მატჩის შემდეგ მოიგო, 22 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „ატლეტიკო პასოს“ დაუპირისპირდება.

სან-სებასტიანი. „ანოეტა“

სოსიედადი - სევილია 2:4

გოლები: 0:1 კორეა (2), 0:2 ვარგასი (37), 1:2 სუჩიჩი (49), 1:3 ფოფანა (84), 2:3 დიასი (90), 2:4 რომერო (90+6)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები