ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა | 63.4% კვლავ რუსულ ბაზარზე მოდის
საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა, თუმცა 188.7 მლნ დოლარის ღვინიდან 63.4% კვლავ რუსეთზე მოდის, რომელმაც ქართული სასმელების ნაწილის იმპორტი შეზღუდა.

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ნახევარზე მეტი კვლავ რუსეთზე მოდის, შემცირება ამ ბაზარზეც 0.3%-ია.
bm.ge გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, სადაც იანვარ-სექტემბერში საქართველომ ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა:
რუსეთი - 119.8 მლნ აშშ დოლარის 40 999 ტონა;
პოლონეთი - 11.8 მლნ აშშ დოლარის 4 466 ტონა;
უკრაინა - 8.1 მლნ აშშ დოლარის 2 933 ტონა;
ჩინეთი - 6.5 მლნ აშშ დოლარის 1 223 ტონა;
ყაზახეთი - 5.9 მლნ აშშ დოლარის 1 772 ტონა;
გერმანია - 5.5 მლნ აშშ დოლარის 1 145 ტონა;
ბელარუსი - 4.8 მლნ აშშ დოლარის 1 751 ტონა;
აშშ - 4.4 მლნ აშშ დოლარის 748 ტონა;
ლატვია - 3.7 მლნ აშშ დოლარის 836 ტონა;
თურქეთი - 2.5 მლნ აშშ დოლარის 460 ტონა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:
„თელიანის ველის“ წარმოების ღვინო;
„თბილღვინოს“ წარმოების ღვინო;
„ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი;
„ვაინმენის“ წარმოების ღვინო;
„საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი;
საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola;
„ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.