ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 722 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 11%-ით გაიზარდა 1.73 მილიარდ დოლარამდე.

ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 722 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 37 მილიონი დოლარით მეტია.
საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, მთლიანობაში 2026 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში 6.84 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წლიურად 17.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში ის 1.73 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ზრდა წლიურად 11%-ია, რაც 174 მილიონ დოლარს შეადგენს. ჯამურად 10 თვეში იმპორტი 16.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…