პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამის მანძილზე დაშორდა, რაც კოსმოსური აპარატებისთვის რეკორდია

კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამის მანძილზე დაშორდა, რაც კოსმოსური აპარატებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. NASA-ს ცნობით, აპარატთან კავშირი სავარაუდოდ 2036 წლისთვის სრულად შეწყდება.

„ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამის მანძილზე დაშორდა, რაც კოსმოსური აპარატებისთვის რეკორდია
იმედინიუსი

კოსმოსურმა ზონდმა „ვოიაჯერ-1“ დედამიწიდან ერთი სინათლის დღე-ღამის მანძილს მიაღწია. როგორც NASA-ში განაცხადეს, „ვოიაჯერი“ ამ მანძილზე 18 ნოემბერს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 05:16 საათზე (თბილისის დროით 14:16 საათზე) აღმოჩნდა.

„ვოიაჯერ-1“ 1977 წელს გაუშვეს. მისი ძირითადი მისია იუპიტერისა და სატურნის კვლევა იყო. 1998 წლიდან ის დედამიწიდან ყველაზე მეტად დაშორებულ კოსმოსურ ზონდად რჩება (მანამდე ასეთი აპარატი „პიონერ-10“ იყო). ამჟამად ის დაახლოებით 61 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით მიფრინავს ვარსკვლავ გლიზე 445-ის მიმართულებით, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 17 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

„ვოიაჯერი“ კვლავ აგრძელებს დედამიწაზე სიგნალების გადმოცემას, თუმცა ელემენტების თანდათანობითი დაცლის გამო, NASA-ს სპეციალისტებმა აღჭურვილობის დიდი ნაწილი გათიშეს, რათა აპარატთან კავშირის დრო გაახანგრძლივონ. მოსალოდნელია, რომ კავშირი სრულად 2036 წლისთვის შეწყდება.

შედარებისთვის, მზე დედამიწიდან რვა სინათლის წუთის მანძილზე მდებარეობს, ნეპტუნის კი - მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტის ორბიტა მზიდან 4,2 სინათლის საათით არის დაშორებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„თავიდანვე ვამბობდი, რომ Starlink-ი სამოქალაქო სისტემაა. ის არ არის განკუთვნილი შეტევითი დრონებით დარტყმებისთვის, რომელთა შედეგადაც ადამიანები იღუპებიან. თუ ამის გაკეთება გსურთ, ამისთვის არსებობს Starshield - ცალკე სისტემა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მაგრამ ნუ მთხოვთ მე, როგორც კერძო პირს, მივიღო გადაწყვეტილებები ადამიანების ლიკვიდაციის შესახებ“ - ილონ მასკი ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებსწაიკითხე

უახლესი ამბები