რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
რუსეთში, სამარის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატებით სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, რის შედეგადაც ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთში, სამარის ოლქში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებს შეუტიეს. ორივე ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქ სიზრანში თავდაპირველად დრონების ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი აფეთქებები ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო სამარის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა.
ამ დროისთვის რუსულ მხარეს აღნიშნულ ობიექტებზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ორივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. სიზრანის ქარხანა 1942 წლიდან ფუნქციონირებს, ნოვოკუიბიშევსკის საწარმო კი - 1951 წლიდან. გამოცემის ცნობით, ორივე ობიექტი დრონების თავდასხმის სამიზნე ადრეც გამხდარა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიარუსეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში განხორციელდა: ვრცელდება ცნობები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შესახებ
სამარის ოლქში კუიბიშევისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმა განხორციელდა
მედია - რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშები განხორციელდა
უკრაინამ სამარის ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…