დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნია მთელს მსოფლიოს
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ USAID-ის „უმძიმესი კვალი“ მთელ მსოფლიოს ამჩნია და ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას მართალი იყო.

USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნია მთელს მსოფლიოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორი მართალი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც „გამჭვირვალობის კანონს“ იღებდა.
„USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნია მთელს მსოფლიოს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი სწორი, რაც იმ მომენტში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და დაუპირისპირდა ამ ძალიან ბოროტ ძალას, ეს იყო „გამჭვირვალობის კანონი“, რომლის მიმართაც ააგორეს შავი კამპანია, შავი პიარი, მათ შორის, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა. დღეს გამოჩნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი მართალი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ამ საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…