პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,,ბოკერია იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს პროკურატურაკულტურის სამინისტრო

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის დროს 5 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის იყო და სვამს კითხვას, თუ რატომ დარჩა ის სრულიად ხელშეუხებელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში, როდესაც სხვები დაიჭირეს ან ქვეყნიდან გააქციეს.

,,ბოკერია იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ალია

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

,,ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

მიშას ხელისუფლების დროს, რამდენიმე “გავლენიანი” ადამიანი იყო.

რას ნიშნავდა ეს გავლენები.

თუ ბიძინას მონა ვეზირები ჰყავს, მიშას ქვეყნის მართვის სხვა სისტემა ჰქონდა. ძლიერ, კომპეტენტურ, მცოდნე, რისკიან ტიპებს ირჩევდა და სფეროებს ბოლომდე ანდობდა.

მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს ციხე, ბენდუს რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

ვიღაცეები რა თქმა უნდა გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.

მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით)

1. თავდაცვა და შეიარაღებული ძალები.

2. ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები.

3. საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების დაზვერვის გეგმის მომზადება.

4. საგარეო უსაფრთხოება.

5. კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.

არაოფიციალურად- მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც.

ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

აი კარგად დაფიქრდით, უნდა არსებობდეს თუ არა ერთი კითხვა მაინც, რომელიც მასთან შეიძლებოდა ჰქონოდა ბიძინას პროკურატურას?

მაშინ როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)

ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ არა მიშას კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.

და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.

პ.ს. დღეს , მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდეგით“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო
  2. პირველი არხისამთავრობონანუკა ჟორჟოლიანი – გიგა ბოკერიას ოფიციალურად ებარა ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა, არაოფიციალურად – მედიის კონტროლი, ლობისტებთან ურთიერთობა
  3. Facebookნანუკა ჟორჟოლიანი: ვიღაცეები რა თქმა უნდა გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნანუკა ჟორჟოლიანი – გიგა ბოკერიას ოფიციალურად ებარა ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა, არაოფიციალურად – მედიის კონტროლი, ლობისტებთან ურთიერთობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები