USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი USAID-ს აკრიტიკებს
ილონ მასკი აცხადებს, რომ USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში. გავრცელებული მასალების მიხედვით, სააგენტომ საქართველოში 26 მილიონი დოლარი არასამთავრობოების ქსელზე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული გზავნილებისთვის დახარჯა.
ილონ მასკი USAID-ის საქმიანობის შედეგებზე "ტვიტს" აქვეყნებს და მწვავედ აკრიტიკებს.
"USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში" - მასკის ეს გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2020-2024 წლებში USAID-მა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოსახდენად 817 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
გასაჯაროებული მასალების მიხედვით, USAID-მა 26 მილიონი დოლარი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე იმისთვის დახარჯა, რომ სასურველი გზავნილები გაევრცელებინა, სოციალური სივრციდან გაექრო არასასურველი ინფორმაცია, დარტყმა მიეყენებინა არჩეული ხელისუფლებისთვის და რევოლუციები მოეწყო.
დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკაც – იკითხება როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, გამჭვირვალობის კანონი კი რუსულია.
პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი დოკუმენტები – რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში. გასაჯაროებული მასალების მიხედვით, USAID-მა 26 მილიონი დოლარი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე იმისთვის დახარჯა, რომ სასურველი გზავნილები გაევრცელებინა, სოციალური სივრციდან გაექრო არასასურველი ინფორმაცია, დარტყმა მიეყენებინა არჩეული ხელისუფლებისთვის და რევოლუციები მოეწყო.
დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკაც – იკითხება როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, გამჭვირვალობის კანონი კი რუსულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…