პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი მსხვილი ფონდი აფინანსებდა ქაოსს და რევოლუციას საქართველოში. იმდენად ბინძურ საქმიანობას აფინანსებდნენ, რომ ამის დეკლარირება არ აწყობდათ და ამიტომაც იყო გამჭვირვალობის კანონის გარშემო ეს ისტერია

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მსხვილი ფონდები, მათ შორის USAID-ი, საქართველოში ქაოსსა და რევოლუციას აფინანსებდნენ, USAID-მა კი „ისფედს“ ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება დაავალა.

ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი მსხვილი ფონდი აფინანსებდა ქაოსს და რევოლუციას საქართველოში. იმდენად ბინძურ საქმიანობას აფინანსებდნენ, რომ ამის დეკლარირება არ აწყობდათ და ამიტომაც იყო გამჭვირვალობის კანონის გარშემო ეს ისტერია
იმედინიუსი

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამუშავეთ გამჭვირვალობის კანონი, გრანტების კანონში შევიტანეთ ცვლილება, ის ბერკეტები გამოეცალათ ხელიდან, რომლის საშუალებითაც გეგმავდნენ რევოლუციურ სცენარებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად დაფინანსებული იყო და ხორციელდებოდა მდიდარი ენჯეოებისა და აგენტურული ოპოზიციის მიერ. მათ ასეთი ბინძური დაფინანსების გარეშე ჩვენ ქვეყანაში ქაოსის შემოტანა უჭირთ“, - აღნიშნა მან.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ილონ მასკის პოსტთან დაკავშირებითაც, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული.

„ძალიან ბევრი ასეთი მსხვილი ფონდი იყო, რომელიც აფინანსებდა ქაოსს და რევოლუციას საქართველოში. ერთ-ერთი წამყვანი იყო USAID. იმდენად ბინძურ საქმიანობას აფინანსებდნენ, რომ ამის დეკლარირება არ აწყობდათ და ამიტომაც იყო გამჭვირვალობის კანონის გარშემო ეს ისტერია. USAD-მა „ისფედს“ დაავალა გაეყალბებინა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რის შემდეგაც სიტუაცია რევოლუციურ სცენარში გადავიდა. USAID-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტრუმენტია ე.წ. დიფ სთეითის ხელში და რომელიც პირდაპირ ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ამ ორგანიზაციას გამოესარჩლა ყველა აგენტურული პარტია. ესეც ხომ თვალსაჩინო მაგალითია, რომ მთლიანად კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება ამ მდიდარ ენჯეოებთან ერთად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ილონ მასკი აზიარებს სტატიას, სადაც საქართველო „ფერადი რევოლუციების“ მაგალითადაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ 2008-2025 წლებში USAID-ის გამოყოფილი მილიარდზე მეტი დოლარიდან 26 მილიონი პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები