პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი აშშ-სა და მასკს Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომისკენ მოუწოდებს

ზელენსკის განცხადებით, სატელიტური ინტერნეტ-სერვისი Starshield-ი კვლავ ნელა მუშაობს, რაც ართულებს რუსული იერიშების მოგერიებას, და აშშ-სა და მასკს შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.

ზელენსკი აშშ-სა და მასკს Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომისკენ მოუწოდებს
იმედინიუსი

აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატელიტური ინტერნეტ-სერვისი კვლავ ძალიან ნელა მუშაობს, რაც გავლენა აქვს უკრაინის შესაძლებლობაზე, მოიგერიოს რუსული თავდასხმები, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ზამთრის წინ ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

Starshield-ის სისტემა ილონ მასკის კომპანია Starlink-ის მიერ შექმნილი და აშშ-ის მთავრობის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დანიშნულების სერვისია. მისი მუშაობის სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

ზელენსკის თქმით, მან ოფიციალურ პირებს სთხოვა, „რაც შეიძლება მჭიდროდ იმუშაონ“ აშშ-ის მთავრობასა და მასკის კომპანიასთან. „მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს დგომა“, - დასძინა მან.

უკრაინა სტანდარტულ Starlink-ის სერვისს ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის იყენებს, Starshield-ი კი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რაკეტებისა და დრონების გასანადგურებლად გამოიყენება.

სიჩქარის შეზღუდვის პრობლემა პირველად ოქტომბერში დაფიქსირდა, რასაც ილონ მასკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოჰყვა. მასკმა განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებელი აშშ-ის მთავრობა იყო, რადგან Starshield-ს სწორედ ის აკონტროლებდა, თუმცა ტრამპმა პასუხისმგებლობა უარყო და აღნიშნა, რომ მილიარდერ მფლობელს სისტემის „პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება“ დაავალა.

ერთი კვირის შემდეგ ჩანდა, რომ სისტემის მუშაობა ნორმალურ რეჟიმს უბრუნდებოდა, თუმცა მოგვიანებით უკრაინამ განაცხადა, რომ შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი: ფრონტისპირა ტერიტორიებზე შეზღუდულია Starshield-ის მუშაობის სიჩქარე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - Starshield-ის ტერმინალებზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, ვიმედოვნებთ, რომ ისინი მოიხსნება - მნიშვნელოვანია, ისტორიის სწორ მხარეს იდგე, უკრაინის დახმარება აუცილებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები