„თავიდანვე ვამბობდი, რომ Starlink-ი სამოქალაქო სისტემაა. ის არ არის განკუთვნილი შეტევითი დრონებით დარტყმებისთვის, რომელთა შედეგადაც ადამიანები იღუპებიან. თუ ამის გაკეთება გსურთ, ამისთვის არსებობს Starshield - ცალკე სისტემა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მაგრამ ნუ მთხოვთ მე, როგორც კერძო პირს, მივიღო გადაწყვეტილებები ადამიანების ლიკვიდაციის შესახებ“ - ილონ მასკი ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებს
ილონ მასკი ვოლოდიმირ ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიევს Starlink-ის გამოყენება შეტევითი ოპერაციებისთვის სურს, მაშინ როცა სისტემა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა.

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიევს თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენება სურს.
ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული დაპირისპირების შესახებ განმარტებები გააკეთა.
„თავიდანვე ვამბობდი, რომ Starlink-ი სამოქალაქო სისტემაა. ის არ არის განკუთვნილი შეტევითი დრონებით დარტყმებისთვის, რომელთა შედეგადაც ადამიანები იღუპებიან. თუ ამის გაკეთება გსურთ, ამისთვის არსებობს Starshield - ცალკე სისტემა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მაგრამ ნუ მთხოვთ მე, როგორც კერძო პირს, მივიღო გადაწყვეტილებები ადამიანების ლიკვიდაციის შესახებ“, - განაცხადა მასკმა.
მისი თქმით, თუ უკრაინას შეტევითი სამხედრო ოპერაციების განხორციელება სურს, ამისთვის Starshield უნდა გამოიყენოს, ხოლო დარტყმის განხორციელების გადაწყვეტილება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა და, შესაძლოა, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და არა მან.
ინტერვიუს დროს წამყვანმა მასკს შეახსენა, რომ ზელენსკი სისტემას Starshield-ს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სისტემის მუშაობა შენელდა. მასკმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზელენსკი Starshield-ის გამოყენებაზე საუბრისას იტყუება, მასკმა უპასუხა: „ის იტყუება. სინამდვილეში, რასაც ის ამბობს, არის ის, რომ Starlink-ის გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის სურს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…