პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სირცხვილია ევროკავშირის, პირადად ევროკავშირის ელჩის შავი ლაქაა, რომ დასტურდება, რომ იყენებდა USAID-ის შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს ქართულ არჩევნებში ჩასარევად

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ქართულ არჩევნებში ჩარევაში, ხელისუფლების შეცვლის მცდელობასა და USAID-ის საინფორმაციო გავლენის ქსელის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში არეულობისა და ძალადობის წამქეზებელი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოში საქმიანობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საარჩევნო პროცესებში ერეოდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის სკანდალური ფაილების გამოქვეყნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი იყენებდა USAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში, ავრცელებდა საარჩევნო აგიტაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

პაპუაშვილის განცხადებით, ჰერჩინკის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ელჩად იყო მივლენილი, შეეცადა ხელისუფლების შეცვლას არჩევნებში ჩარევით.

"უდიდესი სირცხვილი ევროკავშირის და პირადად ევროკავშირის ელჩის შავი ლაქაა, რომ დასტურდება, რომ ის იყენებდა USAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით, ევროკავშირის ელჩი ავრცელებდა საარჩევნო აგიტაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ მშვიდობის პროექტად შექმნილი ევროკავშირი დღეს გახდა საქართველოში არეულობის, დაპირისპირების და ძალადობის წამქეზებელი და ეს უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქაა პირადად პაველ ჰერჩინსკისთვის, რომელიც, როგორც ელჩის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩება, რომ ქვეყანაში, სადაც ელჩად იყო მივლენილი, ის შეეცადა ხელისუფლების შეცვლას არჩევნებში ჩარევით.

და ბოლოს, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველა ძალადობა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა. ვინაიდან, არჩევნებში დამარცხებულმა ამ უცხოურმა ძალებმა შემდეგ უკვე ძალადობრივ გზას მიმართეს და ყველა ეს ძალადობა, რაც შემდეგ მოხდა, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ. სწორედ ამიტომ იყო, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავდა ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ამით ნარატივს ავრცელებდნენ, თითქოს ზურაბიშვილი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი და ლეგიტიმური პრეზიდენტი. სწორედ ამან მიგვიყვანა ხელისუფლების დამხობის კამპანიაზე, რომელიც "ნაცმოძრაობამ" აწარმოა და რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის განცხადების სახით, სწორედ ამან მიგვიყვანა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, როდესაც შეიჭრნენ პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე და რომელზეც დღემდე, ევროკავშირის ელჩი უარს ამბობს, რომ დაგმოს ეს ძალადობა.

ეს არის ერთი დიდი ქსელი. ჩვენ ამ სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, ჩვენ თავს ვეღარ მოვიტყუებთ, რომ აქ კეთილი განზრახვებით აქვს ვიღაცას ჩვენთან დამოკიდებულება. ეს იყო 2024 წელი, ეს არის სამარცხვინო ლაქა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ის შეეცადა საქართველოს არევას, ხელისუფლების შეცვლას მისი ელჩის და სხვა საინფორმაციო ქსელის გამოყენებით, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იყო შექმნილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა ​
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
  4. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების ობიექტი იყო - საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა დახმარება და იწყებოდა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
  6. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები - ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა
  7. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
  8. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რაც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები