პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში – „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

ლაგოდეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“ გაიხსნა, რომელშიც პარლამენტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში – „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის – „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“ გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილეებმა, ეკა სეფაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ქორწინების პრევენციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

საინფორმაციო კამპანიის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაა.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები