პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში - "ბავშვთა ქორწინების პრევენცია - საერთო პასუხისმგებლობაა"
ლაგოდეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია „ბავშვთა ქორწინების პრევენცია - საერთო პასუხისმგებლობაა“ გაიხსნა, რომელშიც პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ბავშვთა ქორწინების პრევენცია - საერთო პასუხისმგებლობაა“ გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილეებმა, ეკა სეფაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ქორწინების პრევენციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…