პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

ლაგოდეხში, პარლამენტის კომისიის პროექტის „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ადგილობრივ ახალგაზრდებს დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის მერმა მიმართეს.

ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
რუსთავი 2

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, წმინდა არჩილ მეფის ცხოვრებისა და ღვაწლის, ასევე ლაგოდეხთან მისი ისტორიული კავშირის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, კომისიის მდივანმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა პროექტის, „გმირის დღის“ მნიშვნელობა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, ეროვნული გმირების ღვაწლის წარმოჩენისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების საკითხში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: „ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები