პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია კახეთიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა ლაგოდეხში მოსწავლეებთან გაიმართა, სადაც უწყების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მოძალადეების მიმართ მკაცრ რეაგირებასა და კანონის აღსრულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია" კახეთიდან დაიწყო. პირველი ღონისძიება მოსწავლეებთან ლაგოდეხში გაიმართა, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი გავლენისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანა ფაჩუაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი და მკაცრი პოზიციის აუცილებლობას, მოძალადეების მიმართ სიმკაცრესა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

"აქ არიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არიან ბავშვები, არიან სკოლის წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად კიდევ ერთხელ აჟღერებს იმას, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით აუცილებელია გვქონდეს ერთხმიანი, მკაცრი პოზიცია, ის, რომ მოძალადეების მიმართ ვართ მკაცრი და ბავშვებს აუცილებელია მივცეთ უსაფრთხო გარემო," - განაცხადა ანა ფაჩუაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა კი აღნიშნა, რომ 2017 წელს მიღებული კანონით, ნაადრევი ქორწინება სრულად აკრძალულია, თუმცა კანონის აღსრულებასთან ერთად ცნობიერების ამაღლებაც გადამწყვეტია.

"საქართველომ 2017 წელს მიიღო კანონი ნაადრევ ქორწინებასთან სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონის აღსრულებასთან ერთად იყოს ცნობიერება გაზრდილი და ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა, ჰქონდეს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და ნაადრევი ქორწინება და დაძალებულად მისი ქორწინებაში შეყვანა, იქნება ეს ხელმოწერით თუ ხელმოწერის გარეშე, არის დაუშვებელი," - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"პროფესია პოლიციელი" - შსს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას განაგრძობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები