ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ მარიამ ლაშხის განცხადებით, ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვა საერთაშორისო და ეროვნული პასუხისმგებლობაა. მედიაწიგნიერების ფორუმზე მან სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების, ცნობიერების ამაღლებისა და სამართლებრივი მექანიზმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდაიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ფორუმზე - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის” სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ლაშხმა მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პასუხისმგებლობაა.

მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბავშვების ინფორმირება ცოდნისა და გამოცდილების მათი ოჯახის წევრებისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც ქმნის.

ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „მედია და ინფორმაციული წიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა“. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების საკითხები, გაეცნენ მედიაწიგნიერების ახალ ეროვნულ სტანდარტსა და გზამკვლევს.

ფორუმი - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა​
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ComCom-მა მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმი გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები