პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის „დაუოკებელი სურვილი“ არსებობს და ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდებები ევროპული საზოგადოების პოზიციას არ გამოხატავს.

გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი
რუსთავი 2

ევროპარლამენტარების გვერდებზე გავრცელებულ ვიდეომიმართვებს, რომლებშიც ევროპელი პოლიტიკოსები ქართული ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მსგავსი მოწოდებები არ გამოხატავს ევროპული საზოგადოებისა და ხალხების პოზიციას.

"არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რაღაც გამოგონილი არგუმენტებით და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ცდილობენ, ითამაშონ ის თამაში, რომელსაც მარკეტა გრიგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ. ეს არ არის ევროპული საზოგადოების და ხალხების პოზიცია.

აქ არის დაპირისპირების, გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის ესეთი დაუოკებელი, გააფთრებული სურვილი. ამას ემსახურება კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალისხმევა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ვიდეო, როგორ მოუწოდებენ ევროპელი პოლიტიკოსები ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ. განცხადებებში ისმის სერბეთის მაგალითი. ევროპარლამენტარები აქციის მხარდაჭერის დროს ამბობენ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს თბილისში, როგორც ეს უკრაინაში ხდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"არცერთ ასეთი ტიპის ევროპარლამენტარის განცხადებას არანაირი ფასი აღარ აქვს" - გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების მიერ ქართული ოპოზიციის მხარდამჭერ მიმართვებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები