UEFA ბათუმში მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებს
UEFA-მ ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასა“ და „ბეშიქთაშის“ მატჩზე მომხდარი არეულობისა და პოლიციასთან შეტაკების გამო დისციპლინური გამოძიება დაიწყო. ორგანიზაცია გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ ინსპექტორები ყველა მტკიცებულებას შეისწავლიან.

UEFA ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ 26 ნოემბერს „ჰაპოელ ბეერ-შევასა“ და „ბეშიქთაშს“ შორის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოიძიებს.
უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს.
„ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ თუ ექსტრემისტულ ქცევას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. უეფას შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს“, — ნათქვამია ტექსტში.
უეფა აფიქსირებს, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს — უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო მატჩები მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით წარიმართოს.
„უეფამ დანიშნა ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები, რომლებიც მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან, რათა უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დაადგინონ შესაბამისი ფაქტები და გარემოებები“, — ნათქვამია განცხადებაში.
26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე ფანები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაუეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს
UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
უეფა ბათუმში, მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
UEFA-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…