პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

UEFA-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ

UEFA-მ ევროპა ლიგის მატჩების დროს გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და არეულობის გამო დისციპლინური გამოძიება დაიწყო.

UEFA-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
რუსთავი 2

UEFA ევროპა ლიგის შეხვედრებზე - "მარსელსა" და სოფიის "ლევსკის", ასევე "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

UEFA ძალადობის ფაქტებს მკაცრად გმობს და აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ აცხადებს.

"უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩების დროს მოხდა.

ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი ფეხბურთში არ არის. უეფა-ს ტურნირები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.

აღნიშნულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფა-ს წესდებით განსაზღვრულ მიზანს, რომელიც საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარებას გულისხმობს.

უეფა-მ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და უეფა-ს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება," - წერია უეფა-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიუეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  4. ალიაოპოზიციურიუეფა ბათუმში, მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიUEFA ბათუმში მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებს
  6. ფორმულაოპოზიციურიUEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები