დაპირისპირება ბათუმი არენაზეც გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს
„ბათუმი არენაზე“ თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მატჩი გულშემატკივრების ჩხუბის, სკამების დამტვრევისა და პოლიციის მიერ წიწაკის სპრეის გამოყენების გამო დროებით შეაჩერეს.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.
გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.
ბეშიქთაში vs ჰაპოელ ბეერ შევა
ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა“.
მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.
გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
არიან დაშავებულები;
გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.
მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.
საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.
რატომ ბათუმში?
მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;
უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.
როგორია პოლიტიკური კონტექსტი?
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.
ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაუარესებულია.
ბეშიქთაში 2024 წლის ნოემბერში ისრაელის „მაკაბი თელავივს“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - თუმცა მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
ამის წინაპირობა იყო „მაკაბი თელ-ავივის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდების „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში - მატჩი ამსტერდამში გაიმართა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…