პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა

UEFA-მ ბათუმში გამართულ მატჩებზე მომხდარი დაპირისპირებების გამოსაძიებლად ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები დანიშნა. ორგანიზაციის განცხადებით, იგი მკაცრად გმობს ძალადობასა და უწესრიგობას.

UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
ფორმულა

UEFA-ს ცნობით, ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ UEFA-მ უკვე დანიშნა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები 26 ნოემბერს ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას", და "მარსელსა" და "ლევსკი სოფიას" მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს.

UEFA აღნიშნავს, რომ ფეხბურთში ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული ან ექსტრემისტული ქცევის ადგილი არ არის.

"UEFA-ს შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოთ ხსენებულ მატჩებში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს სტატუტში ასახულ მიზანს, რომ საფეხბურთო მატჩები ტარდებოდეს მშვიდობის, ორმხრივი პატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით" - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიუეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  4. ალიაოპოზიციურიუეფა ბათუმში, მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  5. რუსთავი 2სამთავრობოUEFA-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიUEFA ბათუმში მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები