პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს

უეფამ ბათუმში გამართულ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინური მოკვლევა დაიწყო და ინსპექტორები დანიშნა.

უეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
TV პირველი

უეფამ ევროპა ლიგის ფარგლებში ბათუმში გამართულ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის დისციპლინური მოკვლევა დაიწყო.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც საქმესთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს შეისწავლიან და უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს დაადგენენ.

მოკვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

უეფა მკაცრად გმობს 26 ნოემბერს გამართულ მატჩებთან დაკავშირებულ ძალადობასა და არეულობას. ორგანიზაციის განცხადებით, ფეხბურთში ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი არ არის.

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან ერთად, უეფა „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ შეხვედრასთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებსაც შეისწავლის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები