პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს

UEFA ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. ორგანიზაციამ ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები უკვე დანიშნა და სტადიონზე მომხდარი ძალადობა მკაცრად დაგმო.

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
ინტერპრესნიუსი

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადებას UEFA ავრცელებს.

განცხადების თანახმად, UEFA-მ უკვე დანიშნა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები 26 ნოემბერს ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას”, და “მარსელსა” და “ლევსკი სოფიას” მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.

“UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს სტადიონზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

UEFA აღნიშნავს, რომ „ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ ან ექსტრემისტულ საქციელს ადგილი არ აქვს ფეხბურთში“.

„ UEFA-ს შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოთ ხსენებულ მატჩებში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს სტატუტში ასახულ მიზანს, რომ საფეხბურთო მატჩები ტარდებოდეს მშვიდობის, ორმხრივი პატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით,” - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიუეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიUEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს
  3. ალიაოპოზიციურიუეფა ბათუმში, მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები