დეა მეტრეველი: ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული ემოცია და აგრესიაო… ამაში არაფერია გასაკვირიო - თქვა შსს მინისტრმა... ანუ, ბათუმში ქართველი პოლიციელები რომ სცემეს მოსულაო
დეა მეტრეველი: და 19 წლის მათე დევიძე გამთენიისას, აქციის დაშლისას, გაქცევის დროს, მოქნეული ჯოხის გამო (დროშის ტარი, რომელსაც არც არავინ არ დაუშავებია) 5 წლით ციხეში გამოკეტეს, ყოფილა სამართლიანობა. ამ ბოროტებას უნდა დავუსვათ წერტილი!

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული ემოცია და აგრესიაო… ამაში არაფერია გასაკვირიო - თქვა შსს მინისტრმა (გვარი არ მახსოვს). ანუ, ბათუმში ქართველი პოლიციელები რომ სცემეს მოსულაო. და 19 წლის მათე დევიძე გამთენიისას, აქციის დაშლისას, გაქცევის დროს, მოქნეული ჯოხის გამო (დროშის ტარი, რომელსაც არც არავინ არ დაუშავებია) 5 წლით ციხეში გამოკეტეს, ყოფილა სამართლიანობა
ამ სიმართლის მადლით იარეთ ვინც ასე ფიქრობთ. არ მოგკლებოდეთ პირადად სპორტის ქომაგების “ემოციური” მუშტი-კრივი!
ამ ბოროტებას უნდა დავუსვათ წერტილი!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ეს ხალხი უნდა დავიხსნათ… არ უნდა მივატოვოთ!!!
ხვალ, 28 ნოემბერს პარლამენტთან!


მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…