პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში

თბილისის საქალაქო სასამართლოსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი აქციაზე დაკავებული 21 წლის მუსიკოსის, მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვს, რომელსაც სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
ფორმულა

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი განცხადებას აქვეყნებს სათაურით - თავისუფლება მათე დევიძეს.

აღნიშნულია, რომ სოლიდარობას უცხადებენ 21 წლის მუსიკოსს, მათე დევიძეს, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება.

"​2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იმ ფონზე, როცა აქციებისას დაკავებული არაერთი ადამიანი უკვე გარეთაა, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება საკანში ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც საპროტესტო ბანერის მოქნევის გამო ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს.

​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში! ვითხოვთ საქმის გადახედვას და მათეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მათე დევიძის საქმეზე წერდა, რომ საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დადგინდა საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გამოიყენოთ ყველა ბერკეტი ჩემი შვილის გასათავისუფლებლად - მათე დევიძის დედა ევროსტრუქტურებსა და ელჩებს...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები