გამოიყენოთ ყველა ბერკეტი ჩემი შვილის გასათავისუფლებლად - მათე დევიძის დედა ევროსტრუქტურებსა და ელჩებს...
დაკავებული მათე დევიძის დედამ ევროსტრუქტურებსა და ელჩებს მიმართა და შვილის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თამუნა მჭედლიშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, ღია წერილს ფეისბუკში აქვეყნებს.
„ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა... მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!“ - აცხადებს მათე დევიძის დედა.
ორ წელზე მეტი გავიდა, რაც მათე დევიძე საპატიმროშია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათე დევიძეს და მის მსგავსად დაკავებულ ათობით ადამიანს სინდისის პატიმრებს უწოდებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
დევიძე დაკავების დროს 20 წლის იყო. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2025 წლის 12 ივნისს მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება - პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაპოლიტპატიმარ მათე დევიძის დედა ევროკომისიას და ევროპის საბჭოს მიმართავს
"დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში" - მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს
მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართავს
- თამუნა მჭედლიშვილი: მიმართვა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…