პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი. დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სპორტის სახელმწიფო დაფინანსება ბიუჯეტში დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა.

პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი. დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება
იმედინიუსი

ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის განვითარება.

„ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტის სამინისტროს შენობას. სპორტის სამინისტროს ახალი შენობა ექნება ამ სივრცეში. ეს კომპლექსი ასევე გააერთიანებს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, სპორტის კოლეჯს და პარალიმპიურ ცენტრს, ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტულ დარბაზებს, ტირისა და კლდეზე ცოცვის ცენტრებს.

ერთ შენობაში განთავსდება ფედერაციები და სპორტის განვითარების ფონდი. შესაბამისად, დაიზოგება სახსრები და ბუნებრივია, ეს სახსრები ისევ ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება.

ასევე ამ სივრცეში გაიხსნება მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული სპორტის მდიდარი ისტორია და ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციები.

ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენს ქვეყანაში და ახალი თაობების ჯანსაღი წესით აღზრდას. შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, სპორტის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები