პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, ასევე მოეწყობა საფეხბურთო სტადიონები და რაგბის ცენტრები.

ირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდება
რუსთავი 2

მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო სტადიონებით და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შექმნილი ტექნიკური რაგბის ცენტრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტის ყველა სახეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სპორტული ინფრასტრუქტურა.

„ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოიღებს სათანადო შედეგებს. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, მუდმივად იზრდება სპორტული წარმატების მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში. წელს, პირველად გადავცდით 2 000 საერთაშორისო მედალს, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა ამაზეც არ გვინდა გავჩერდეთ და გვინდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ ქართულ სპორტში. ქართული სპორტი არის ის, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყის საგანს გვაძლევს. სწორედ, სპორტსმენები გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ვიხილოთ უმაღლეს სიმაღლეზე აღმართული საქართველოს დროშა და აჟღერებული ქართული ჰიმნი. აქედან გამომდინარე, სპორტის განვითარება ჩვენთვის არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და სპორტზე ზრუნვა აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეში გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები, რომლებიც ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წინსვლას და ქართულ სპორტს ვუსურვებ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო და ტექნიკური რაგბის ცენტრებით
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, ასევე, იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო და ტექნიკური რაგბის ცენტრებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი. დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები