პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში სპორტის ხარჯები დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა. მან სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ კომპლექსში სამინისტრო, ფედერაციები და სხვადასხვა სპორტული ცენტრი გაერთიანდება.

პრემიერი: ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები
რუსთავი 2

ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის განვითარება.

"ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტის სამინისტროს შენობას. სპორტის სამინისტროს ექნება ახალი შენობა ამ სივრცეში. ასევე ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, სპორტის კოლეჯს და პარალიმპიურ ცენტრს, ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტულ დარბაზებს, ტირისა და კლდეზე ცოცვის ცენტრებს.

ერთ შენობაში განთავსდება ფედერაციები და სპორტის განვითარების ფონდი. შესაბამისად, დაიზოგება სახსრები და ბუნებრივია, ეს სახსრები ისევ მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას.

ასევე, ამ სივრცეში განთავსდება მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული სპორტის მდიდარი ისტორია და ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციები.

ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენს ქვეყანაში და ახალი თაობების ჯანსაღი წესით აღზრდას. შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, სპორტის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი. დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო და ტექნიკური რაგბის ცენტრებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები