პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა და ბულგარეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ ხრისტო დიკანსკიმ რეგიონული თანამშრომლობა და შავი ზღვის სტრატეგიული როლი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ როლს რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ამ კონტექსტში, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს 2027 წელს ბულგარეთში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული დაკავშირებადობის სამიტის შესახებ და აქტიურ ერთობლივ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ევროკავშირს მმართველი ძალა ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები