ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთის რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ საქართველოს მიმართულებით ტურების შეჩერებისა და გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
თურქული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს სხვადასხვა ქალაქში მოქმედმა ტურისტულმა კომპანიებმა, მათ შორის რიზეში, ტრაბზონში, ზონგულდაქში, საქარიასა და ქარაბუქში.

ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთის რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ საქართველოს მიმართულებით ტურების შეჩერებისა და გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს სხვადასხვა ქალაქში მოქმედმა ტურისტულმა კომპანიებმა, მათ შორის რიზეში, ტრაბზონში, ზონგულდაქში, საქარიასა და ქარაბუქში.
ზოგიერთმა კომპანიამ მხოლოდ ბათუმის მიმართულებით დაგეგმილი ტურები გააუქმა, ნაწილმა კი გადაწყვეტილება მთლიანად საქართველოს მიმართულებით მოგზაურობასთან დაკავშირებით მიიღო. გაუქმებულ ტურებს შორისაა საახალწლო მოგზაურობებიც.
გარდა ამისა, რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უარი თქვა 4-6 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობაზე.
თურქული კომპანიების გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა 26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დაწყებამდე და მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები, რა დროსაც პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…