პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ახალი სანქციების დამტკიცების სანაცვლოდ რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას

Kyiv Independent-ის ცნობით, ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ახალი სანქციების მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსული იმპორტის ნაწილზე შეზღუდვები მოიხსნას და სიიდან ორი მოქალაქე ამოიღონ.

უკრაინული მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ახალი სანქციების დამტკიცების სანაცვლოდ რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას
იმედინიუსი

ბულგარეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსული იმპორტის ნაწილზე დაწესებული აკრძალვები მოიხსნას და სანქციების ახალი, შემოთავაზებული სიიდან რუსეთის ორი მოქალაქე ამოიღონ - სანაცვლოდ კი სოფია თანახმაა, მხარი დაუჭიროს ახალი შემზღუდველი ზომების ფართო პაკეტის მიღებას. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent-ს ევროპელმა დიპლომატებმა განუცხადეს.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი 23 ნოემბერს წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა წინადადებების სამართლებრივად შესასწავლად დრო ითხოვა, ოთხი დიპლომატიური წყაროს ცნობით, პაკეტს ბლოკში ფართო მხარდაჭერა აქვს.

თუმცა, ბულგარეთი და იტალია ის ორი ქვეყანა აღმოჩნდა, რომლებმაც წინადადებების შინაარსთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს.

სამი დიპლომატის ინფორმაციით, იტალია ეწინააღმდეგება ევროკომისიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ევროპელებს რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოებში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ - რომში მიიჩნევენ, რომ ეს წინადადება ზედმეტად ბუნდოვანია. გარდა ამისა, იტალიას სურს უფრო დეტალურად შეისწავლოს კომისიის სხვა იდეებიც: მესამე ქვეყნების ბანკებისთვის შეზღუდვების დაწესება, სპორტისა და კულტურის სფეროებზე მოქმედი ზომები და რუსი დიპლომატების გადაადგილების კონტროლის ახალი წესები.

რაც შეეხება ბულგარეთს, სოფიას სურს ევროკავშირის სანქციების წინა რაუნდებში მიღებული ზომების გაუქმება. კერძოდ, ბულგარეთი ითხოვს რუსული თუჯისა და სამთო-მოპოვებითი აღჭურვილობის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას.

როგორც ევროკავშირის, ისე უკრაინის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ბულგარეთის მოთხოვნას კომერციული მოტივი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, სოფია ირწმუნება, რომ მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიცირება სცადა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები