პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქული მედიის ცნობით, ტურისტული კომპანიები აუქმებენ ტურებს საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თურქული მედიის ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე პოლიციის ქმედებების გამო თურქული ტურისტული კომპანიები საქართველოში ტურებს აუქმებენ და ბოიკოტს უერთდებიან.

თურქული მედიის ცნობით, ტურისტული კომპანიები აუქმებენ ტურებს საქართველოში
ბათუმელები

არაერთი თურქული ვებ-გამოცემა წერს, რომ თურქული ტურ-ოპერატორები აუქმებენ დაგეგმილ ტურებს საქართველოში.

თურქული მედიის ცნობით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია საფეხბურთო სტადიონზე ქართული პოლიციის ძალადობის კადრებმა კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე.

გამოცემა gazeteipekyol.com წერს, რომ ქალაქ შანლიურფაში ტურისტულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს საქართველოში ტურების შეჩერება.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოში ტურების შეჩერების შესახებ განაცხადა და ბოიკოტს შანლიურფაში მოქმედი ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ.

კიდევ ერთი ვებ-გამოცემა, turkiyegazetesi წერს, რომ რიზეში ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ტურების გაუქმება და ბოიკოტი. ამავე გამოცემის ცნობით, რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ასევე გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა 4-6 დეკემბერს აჭარაში დაგეგმილ სავაჭრო გამოფენაში. სავარაუდოდ, საუბარია სავაჭრო გამოფენაზე – Batumi Build 2026, რომლის ორგანიზატორია „ექსპო ბათუმი“ და რომელიც სწორედ ამ დღეებშია ბათუმში დაგეგმილი.

გამოცემა ციტირებს რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, აჰმეტ არიფ მეტეს, რომლის თქმითაც, პალატამ გადაწყვიტა არ მიიღონ მონაწილეობა გამოფენაში და ასევე თქვა, რომ ესაუბრნენ ტურისტულ კომპანიებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად საქართველოში დაგეგმილი მრავალი ტური გააუქმეს და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

„აჭარაში ჩვენი მაყურებლების წინააღმდეგ პოლიციის ჩარევის გამო, დღეს დილით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავწყვიტეთ, რომ არ დავსწრებოდით შეხვედრას. ასევე ვესაუბრეთ სხვა ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც აჭარაში მიდიოდნენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ გააუქმებენ თავიანთ ბევრ მოგზაურობას“ – განაცხადა მან.

„რეაქციები იზრდება, საქართველოს ტურები გაუქმებულია“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი თურქული გამოცემა, duzcepusula.com. გამოცემა წერს, რომ ტურისტულმა კომპანიებმა განაცხადეს ტურების გაუქმების შესახებ, რადგან ქართული პოლიციის მიერ ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა მიუღებელია.

რა ხდება?

26 ნოემბერს ბათუმში საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. გავრცელდა კადრები, ერთის მხრივ როგორ ძალადობს პოლიცია გულშემატკივრებზე და მეორეს მხრივ – გულშემატკივრები პოლიციაზე.

შსს-ს ცნობით, გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერსვე 16 პირი დააკავა.

დაპირისპირების ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა განცხადებები თურქი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, განცხადება გაავრცელა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ნუმან კურთულმუშმა. მან თქვა, რომ თურქეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს და „ძალადობით პასუხის გაცემა შეუთავსებელია სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან და წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას“.

დღეს, 27 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გაათავისუფლეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უეფა - უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა - პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში, თავად გულშემატკივრებს შორის ჩხუბის აღკვეთას შეეცადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები