პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

სამცხე-ჯავახეთში 60-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, დაგეგმილია 49 ახალი, ხოლო 53 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაფინანსებულია, განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ახალციხეში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

მინისტრმა შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, სამშენებლო სექტორის სისტემური რეფორმის მიმდინარეობასა და კერძო სექტორთან პარტნიორობის აუცილებლობაზე.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, არამედ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება და კომპანიების გაძლიერება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა პროექტების შეფერხების რისკების შემცირების მიზნით შესყიდვების ახალი მიდგომების დანერგვაზე, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების გაძლიერებაზე.

ამ ეტაპზე სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 60-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, 17 სკოლის, 9 საბავშვო ბაღის, 7 სპორტული ინფრასტრუქტურის, 8 ურბანული განვითარების, 9 წყალმომარაგებისა და 9 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს.

რეგიონში ასევე დაგეგმილია 49 ახალი პროექტის განხორციელება, მათ შორის, 15 სკოლის, 11 საბავშვო ბაღის, 4 სპორტული ინფრასტრუქტურისა და 19 საგზაო პროექტის. დამატებით, 2027 წელს კიდევ სამი საგზაო პროექტის განხორციელებისთვის ტენდერების გამოცხადება იგეგმება.

ამასთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები. დაფინანსების წყაროებს შორისაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სტიქიის პრევენციის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სახსრები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.

რევაზ სოხაძემ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე სამუშაოების, პროექტების განხორციელების ვადებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.

კომიტეტის გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
  2. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
  3. იმედინიუსისამთავრობორევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში - ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის პროექტზე სამუშაოები ორ წელში დასრულდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები