პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ხდება.

მისივე თქმით, საუბარია როგორც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე წყლის სისტემების პროექტებზე, სკოლების და საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და კულტურის სახლების მშენებლობის საკითხებზე.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. რევაზ სოხაძის განცხადებით დღეისათვის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მიდგომებით იგეგმება და ხორციელდება.

მუნიციპალიტეტების მერებმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ძირითადი ყურადღება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გაამახვილეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობორევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
  2. იმედინიუსისამთავრობორევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები