პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საფეხბურთო კლუბმა „ჰაპოელ ბეერ-შევამ“ ბათუმში „ბეშიქთაშთან“ მატჩის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავებსა და ბათუმს გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ინტერპრესნიუსი

ბევრი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ ბათუმს მათი სამაგალითო სტუმართმოყვარეობისთვის და ჩვენი გულშემატკივრების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ განცხადებას ისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” 26 ნოემბერს, ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს.

“მადლობა.

გვსურს ჩვენი მადლიერება და დაფასება გამოვხატოთ მათდამი, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა - ისევე, როგორც ჩენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე - და გასულ ღამეს ჩართულნი იყვნენ იმაში, რომ ყველა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო.

ბევრი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ ბათუმს მათი სამაგალითო სტუმართმოყვარეობისთვის და ჩვენი გულშემატკივრების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზოარეცს, და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დალინოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კონტაქტში იყვნენ. მადლობა [ისრაელის] საგარეო საქმეთა სამინისტროს და მრავალ ადგილობრივ და ისრაელელ სამართალდამცავ პერსონალს, რომლებიც ღამის განმავლობაში გვეხმარებოდნენ და უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოველი გულშემატკივარი უსაფრთხოდ მისულიყო საცხოვრებელ ადგილამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები