პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იული სტრაუმეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლატვიელი ოსტატისა და დიპლომატის, იული სტრაუმეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.

სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იული სტრაუმეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
ფორმულა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გამოჩენილი ლატვიელი გამოყენებითი ხელოვნების ოსტატის, პედაგოგისა და დიპლომატის - იული სტრაუმეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

მემორიალური დაფის შექმნის ინიციატივა "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" ფარგლებში გაერთიანებულ ქართულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ეკუთვნით.

მათი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველო-ლატვიის ისტორიული და კულტურული კავშირების წარმოჩენას, საერთო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში.

ცნობისთვის, იული სტრაუმეს საქმიანობა დაკავშირებული იყო კავკასიური ორნამენტების კვლევასთან, ქართული კულტურისა და ხელოვნების შესწავლასთან, ასევე, საქართველო-ლატვიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასთან. მისი მემკვიდრეობა დღემდე წარმოადგენს ორი ქვეყნის კულტურული და ისტორიული ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სტრაუმე იყო პირველი დიპლომატი, რომელიც ლატვიის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლოლიტა ლენკევიჩა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე და ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მემორიალური დაფა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსადმთავრებულების მიერ შეიქმნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეკა შარაშიძე: მეგობრებო, ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროპაგანდისტებს. ეს არის თურქი ულტრანაციონალისტების პროვოკაცია და არა თურქეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკაწაიკითხე

უახლესი ამბები