პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ჩემი აზრით, პრემიერმა ჩამოართვა ბრიუსელს, საქართველოსთვის დღის წესრიგი განესაზღვრა - ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევების, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“
პოლიტეკონომისტ რევაზ კარანაძის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ბრიუსელს ქვეყნის დღის წესრიგის განსაზღვრისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა ჩამოერთვა.

ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევების, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტეკონომისტმა, რევაზ კარანაძემ, რომელმაც თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. კერძოდ, მან ორი წლის წინ, 2024 წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
მისივე თქმით, რომ არა პრემიერ-მინისტრის მაშინდელი განცხადება, საქართველოს დღის წესრიგს ბრიუსელი განუსაზღვრავდა.
„ჩემი აზრით, პრემიერმა ეს ჩამოართვა ბრიუსელს. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევების, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“ ბრიუსელს. ბრიუსელი თავიდან ბოლომდე იყო განწყობილი, საქართველოში ქართველი ხალხის არჩევანის ნების არაღიარებაზე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ასე იყო და მათ გააკეთეს, ეს ყველაფერი, რომ შავზე თქვეს, თეთრი არისო. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, თუნდაც ფერადი რევოლუციებისთვის USAID-დან შემოსული დაფინანსებები რამდენი იყო საქართველოში და ის სცენარი, რომელიც აქ ვითარდებოდა და საითაც მიდიოდა, ყველაფერი აქეთკენ წავიდოდა. ბრიუსელს ექნებოდა არა მხოლოდ კონკრეტული კონტრრევოლუციური სცენარის გნვითარების საშუალება მაშინ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც ექნებოდა, ეკარნახა ჩვენთვის, რა უნდა გაგვეკეთებინა. შესაძლოა, ჩვენ ეს გაგვეკეთებინა, მერე არ ჩაგვითვლიდნენ და თუ რაიმე არ მოეწონებოდათ, აქ ისევ გააკეთებდნენ ისეთ სცენარს, რომ სულ მცირე დესტაბილიზაცია მოეტანათ“, - განაცხადა კარანაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…