პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ კარანაძე: ევროკავშირი დღეს საქართველოს დასჯის პოლიტიკას მიჰყვება და ისინი არ აღიარებენ, რომ არასწორად იქცევიან, თუნდაც თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ

პოლიტეკონომისტ რევაზ კარანაძის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დასჯის პოლიტიკას მიჰყვება და თავიდან ბოლომდე ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ტყვეობაშია მოქცეული.

რევაზ კარანაძე: ევროკავშირი დღეს საქართველოს დასჯის პოლიტიკას მიჰყვება და ისინი არ აღიარებენ, რომ არასწორად იქცევიან, თუნდაც თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ
იმედინიუსი

35 წლის განმავლობაში საქართველო, თითქმის ყველაფერზე თავს უქნევდა ევროპასა და დასავლეთს, რასაც ისინი გვეტყოდნენ ჩვენ, შედიოდა ეს თბილისის ინტერესებში თუ არა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველო აღარ ასრულებდა ევრობიუროკრატების მოთხოვნებს, რის გამოც, მათ საქართველოს დასჯა გადაწყვიტეს.

„ახლა ჩვენ ძალაინ მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ევრაზიის კონტინენტზე და ერთ-ერთი სასიცოცხლო გზა ვართ ევროპისთვის. ცდილობენ უბრალოდ, იგნორირება გაგვიკეთონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირი თავიდან ბოლომდე მოქცეულია აშშ-ის, ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში“, - განაცხადა კარანაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს საქართველოს დასჯის პოლიტიკას მიჰყვება და ისინი არ აღიარებენ, რომ არასწორად იქცევიან, თუნდაც თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათმა ირაციონალურმა პოლიტიკამ საფრანგეთში გამოიწვია ის, რომ დაიწყეს ქამრების მოჭერის პოლიტიკა, სადაც შეზღუდეს სოციალური დანახარჯები. ამან განათლების პოლიტიკაში სერიოზული ხარვეზები გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ხალხი აპროტესტებს ამ პოლიტიკას. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტები ამას ვერ ითვალისწინებენ“, - განაცხადა რევაზ კარანაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა ჩვენ ძალაინ მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ევრაზიის კონტინენტზე და ერთ-ერთი სასიცოცხლო გზა ვართ ევროპისთვის. ცდილობენ უბრალოდ, იგნორირება გაგვიკეთონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირი თავიდან ბოლომდე მოქცეულია აშშ-ის, ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში“
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათმა ირაციონალურმა პოლიტიკამ საფრანგეთში გამოიწვია ის, რომ დაიწყეს ქამრების მოჭერის პოლიტიკა, სადაც შეზღუდეს სოციალური დანახარჯები. ამან განათლების პოლიტიკაში სერიოზული ხარვეზები გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ხალხი აპროტესტებს ამ პოლიტიკას. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტები ამას ვერ ითვალისწინებენ“
რევაზ კარანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხანია ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის მეც, რომელსაც დაკითხვის დროს, 2012 წელს განყოფილებაში ხელი დამიმტვრიეს. ოფიცერმა, რომელმაც ხელი დამიმსხვრია, შემდეგ თავშესაფარი შვედეთში მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები