პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივები შექმნეს ქვეყნის პროქსიდ გამოყენებაზე უარის გამო. განცხადება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა.

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე
იმედინიუსი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ილაპარაკა.

როგორც მან აღნიშნა, ევრობიუროკრატები საკუთარი ცრუ შეხედულებების ტყვეობაში იმყოფებიან.

„4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება.

ახლაც ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან და ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა. სამწუხაროდ, იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ უსტანდარტობით და დეზინფორმაციის გავრცელებით ძალიან დაზიანებული აქვთ რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების თვალში და კიდევ უფრო ანადგურებენ, როდესაც განაგრძობენ ასეთი ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. მათ სურდათ ამის გამო „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები