პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული „ხალხის მდინარეები დაშრა“ მას შემდეგ, რაც მათ არჩევნებზე მიღებული მანდატები „სანაგვეზე მოისროლეს“.

დავით მათიკაშვილი – რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
პირველი არხი

არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მდინარეები მაშინ დაშრა, როდესაც რადიკალური ოპოზიციიის ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა.

„განსაკუთრებით მაშინ, როცა მათმა მხარდამჭერებმა, 2024 წლის არჩევნებზე მანდატი მიანიჭეს და მათ ეს მანდატი სანაგვეზე მოისროლეს. რა გასაკვირია, რომ აღარ ეყოლებათ მხარდამჭერი. ჯგუფ-ჯგუფად, 100-200 კაცი თუ შეაგროვეს, ასე მიდი-მოდიან თბილისის ქუჩებში. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ პოლიტიკურ პანაშვიდზე ერთი მუჭა ჭირისუფლები ვერ მოიყვანეს, რომ გამოეტირათ ის პარტიები, რომელთა ნიურნბერგის ქართული პროცესიც მიმდინარეობს. ვერ მოაგროვეს იმიტომ, რომ არ აქვთ მაგის საშუალება, იმიტომ რომ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - როგორც აქამდე არაფერი წარმოუდგენიათ საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალებს და აგენტურას, ასე გაგრძელდება - მკვეხარა და ხმამაღალი განცხადებები მათი მხრიდან არაერთგზის მოგვისმენიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები