დავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ხუთი პარტიის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს.

იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
„არის მცდელობა მოპასუხე მხარემ გააჭიანუროს პროცესი, რეალურად არ გააჩნიათ არგუმენტი იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა წაუყენა. იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…