დავით მათიკაშვილი: უკმეხი და მკაფიოდ გამოხატული ტყუილია, რომელსაც ისმენს საზოგადოება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, რადიკალი პარტიებისგან
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებს დავით მათიკაშვილი „მკაფიოდ გამოხატულ ტყუილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიები მოსამართლეების წინაშე თავიანთ ქმედებებს ურცხვად უარყოფენ.
"უკმეხი და მკაფიოდ გამოხატული ტყუილი, რომელსაც ისმენს საზოგადოება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, რადიკალი პარტიებისგან" - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე ოპოზიციის გამოსვლებს ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიცია მოსამართლეთა წინაშე, მთელი საზოგადოების წინაშე უარყოფს იმას, რაც თავად აქვთ ჩადენილი და გაკეთებული.
"უკმეხი და მკაფიოდ გამოხატული ტყუილია, რომელსაც ისმენს საზოგადოება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, რადიკალი პარტიებისგან. ტყუილი, რომელიც არის იმდენად მარტივი გასაშიფრი, რომ ელემენტარულად, არქივის თვალის გადავლებაც კი საკმარისია. ჩვენ კარგად გვახსოვს აქციები, როდესაც პიროტექნიკა, ქვები, კვერცხები იყო გამოყენებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ. "კოლექტიური ნაცმოძრაობა" შეგვიძლია მათ თამამად ვუწოდოთ. დღეს კი დგანან და ასე ურცხვად, უკმეხად, მოსამართლეთა წინაშე, მთელი საზოგადოების წინაშე უარყოფენ იმას, რაც თვითონ აქვთ ჩადენილი და გაკეთებული. ეს ხომ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რასაც ვამბობდით არის სრული სიმართლე. არანაირი მტკიცებულება მათ არ გააჩნიათ, არანაირი არგუმენტი საპირწონედ იმ ბრალდებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა წაუყენა საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მათ არ აქვთ." - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…