პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შოთა ხაბარელი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მსვლელობისას, ქუჩებშიც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ. ეს ყველაფერი გაგრძელდა არენაზე. პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი კანონიერი ღონისძიებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩისას მომხდარ დაპირისპირებაზე დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ თურქი გულშემატკივრები აგრესიულად იქცეოდნენ, ხოლო პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

შოთა ხაბარელი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მსვლელობისას, ქუჩებშიც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ. ეს ყველაფერი გაგრძელდა არენაზე. პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი კანონიერი ღონისძიებები
იმედინიუსი

სპორტული ღონისძიებების დროს ასეთი რამ ხდება. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ხაბარელმა გუშინ ბათუმში საფეხბურთო მატჩისას მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მისი თქმით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მსვლელობისას, ქუჩებშიც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ.

„ეს ყველაფერი მერე უკვე გაგრძელდა არენაზე. პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი კანონიერი ღონისძიებები და ვფიქრობ, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა”, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა: „თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის გარკვეული პერიოდით შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები