პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი - ადმინისტრაციულად დაკავებულები გავათავისუფლეთ - ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა ფაქტზე დადგება შედეგი - სასამართლო იმსჯელებს, შესაძლოა მათ გარკვეული პერიოდით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოთ

შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში საფეხბურთო მატჩისას ადმინისტრაციულად დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ შესაძლოა ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოთ.

სულხან თამაზაშვილი - ადმინისტრაციულად დაკავებულები გავათავისუფლეთ - ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა ფაქტზე დადგება შედეგი - სასამართლო იმსჯელებს, შესაძლოა მათ გარკვეული პერიოდით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოთ
ინტერპრესნიუსი

ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად, ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ იმსჯელებს სასამართლო. შესაძლებელია მათ აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით. ადმინისტრაციულად დაკავებულები გავათავისუფლეთ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდართან დაკავშირებით დაკავებულებზე.

ამასთან, სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა თურქული მხარის მიერ, თურქეთის შს მინისტრთან მისი საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე.

„რომ მქონოდა ეს ჩანაწერი [თურქეთის შს მინისტრთან საუბრის ჩანაწერი], აუცილებლად ვრცელ ჩანაწერს გამოვაქვეყნებდი. მე ვუთხარი, რომ ამდენმა პოლიციელმა მიიღო დაზიანება და ამდენი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული. თუმცა, ჩვენი მიზანი, ამ შემთხვევაში, საპოლიციო ღონისძიების დროს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ქომაგების დაკავება. ზოგადად, ქომაგების გადაჭარბებული ემოცია და აგრესია ცნობილია, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც გუშინდელი დღე არ იყო გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, მიზანი ამათი დაკავება და დაჭერა არ ყოფილა. მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქედან გარიდება, თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად, ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი, შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ მათ შორის შესაძლებელია - მაგაზე იმსჯელებს სასამართლო, აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით. ადმინისტრაციულად დაკავებულები გავათავისუფლეთ, კი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიზანი მათი დაკავება და დაჭერა არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების გარიდება - სულხან თამაზაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულხან თამაზაშვილი: ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნახევარში. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტიანი პრევენციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები