პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქსკ ლანჩხუთი: ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელის, კლუბისა და მისი მოთამაშეების პირობით დისკვალიფიკაციასა და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს.

ქსკ ლანჩხუთი: ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს
TV პირველი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) კლუბსა და მოთამაშეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, სფფ სადისციპლინო კომიტეტისგან მოითხოვს პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას როგორც სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელისთვის, ისე თავად კლუბ "ლანჩხუთისა" და მისი მოთამაშეებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის.

„ლანჩხუთის“ შეფასებით, ფედერაციის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კლუბი მიუთითებს სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა, ხოლო დისკვალიფიკაცია ან 24-თვიანი საგამოცდო ვადა ამ მუხლით განსაზღვრული არ არის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებში პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს.

იგივე სასჯელს, პირობით დისკვალიფიკაციას და 24 თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს ფედერაცია ჩვენი კლუბისა და ფეხბურთელებისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის.

ამ მოთხოვნის მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მისი სამართლებრივი საფუძველიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს არც კლუბის და, მით უმეტეს, არც ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას და არც 24 თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას.

მიუხედავად ამისა, ფედერაცია ცდილობს გამოიყენოს სრულიად სხვა დარღვევისთვის განკუთვნილი ნორმა და მოითხოვოს სანქცია, რომელსაც შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს.

🔘 როგორც ჩანს, ფედერაციისთვის ამ სამართლებრივ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვციტირებთ ფედერაციის საჩივარს:

„ფედერაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება...“ საჩივარი სრულად იხილეთ კომენტარში. 👇

კლუბი აღნიშნულ საჩივარს განიხილავს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობას და გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ.

იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს.

კომიტეტის სხდომა დღეს, 27 ნოემბერს არის ჩანიშნული. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ გააგრძელებს საკუთარი ფეხბურთელების უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი საშუალებით და არ დაუშვებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბარი ფეხბურთელების დასჯისა და დაშინების საფუძვლად იქცეს!- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კლუბ „ნიკე ლუსოსთან“ თამაში ჩაშალეს და სტადიონზე გამოფინეს ბანერი წარწერით „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

მოგვიანებით კლუბმა „ლანჩხუთმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ გოგონას სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კლუბის მფლობელს გოგონების გასახდელში ვიდეო კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სასამართლოს მივმართავთ – „ნიკე-ლუსო“ „ლანჩხუთს“ პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები